Wednesday, 24 April 2019

დაბადების სახელი: ბურჯუ ოზბერქი
დაბადების თარიღი: 13 აგვისტო 1976 წ.
დაბადების ადგილი: სტამბული, თურქეთი
პროფესია: მსახიობი
კარიერა: 2005 დან
ზოდიაქო: მშვილდოსანი
სიმაღლე: 170 სმ.
ბიოგრაფია: ბურჯუ ოზბერქი დაიბადა 1976 წლის 13 აგვისტოს სტამბულში, თურქეთში. პირველი როლი მან 1989 წელს ითამაშა, სერიალში «Bizimkiler», «ჩვენები». სკოლის დამთავრების შემდეგ, გოგონა სწრაფად გაერკვა პროფესიის არჩევანში და სასწავლებლად შევიდა სტამბულის უნივერსიტეტის თეატრალურ განყოფილებაზე. სწავლის პროცესში მან მაყურებელს წარმოუდგინა თავისი პირველი დრამა. უნივერსიტეტშივე დაამთავრა მეორე, ბიზნესის ფაკულტეტი. სამსახიობო ხელოვნების შესწავლის სურვილმა ის მიიყვანა სტამბულის ხელოვნების ცენტრში (მუჯათის თეატრში).
როგორც ბევრ მსახიობს, პოპულარობა მას, თურქულმა სერიალებმა მოუტანა. დაუჯერებელი წარმატება მოუპოვა მას, ნაზილის როლის შესრულებამ სერიალში "Kırık Kanatlar" “დამსხვრეული ფრთები“. მსახიობს კარიერის თვალსაზრისით, გაუმართლა და ის მიიწვიეს „დიდებულ საუკუნეში“ იბრაჰიმ ფაშას ქალიშვილის როლში, მეოთხე სეზონში. ამ სერიალის გადაღებებისას, ის მუშაობდა არას ბულუთ ინემელთან ერთად, რომელიც სერიალში შეჰზადე ბაიაზიდის როლს ასრულებს. ჟურნალისტები გულმოდგინედ ადევნებენ თვალს წყვილის ურთიერთობას, აინტერესებთ როგორ ხასიათს მიიღებს მათი კადრს მიღმა შეხვედრები.

No comments:

Post a Comment